კურსის რეფლექსია
2016 წლის 22 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი ,,პროექტებით სწავლება ისტ- ის ტექნოლოგიების გამოყენებით.''ეს მეთოდი მოსწავლეებს განუვითა-რებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, გაუზრდის ჩართულობას სასწავლო პრო-ცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პორტფოლიოს წარმოებაზე. ტრენინგის პარალელურად მქონდა დაგეგმილი კლასში პროექტი ,,ტყე და ადამიანი'', რომელზეც ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვიმუშავეთ მოკლე დროში. მუშაობა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий