четверг, 16 июня 2016 г.

   

კურსის  რეფლექსია     
                                       
2016 წლის 22 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი ,,პროექტებით   სწავლება ისტის ტექნოლოგიების გამოყენებით.''ეს მეთოდი  მოსწავლეებს განუვითა-რებს   მაღალი დონის სააზროვნო უნარებსგაუზრდის ჩართულობას სასწავლო პრო-ცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა  და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.  შევქმენით ჩვენი საქაღალდე   თითოეული   მოდულის   მასალის შესანახად.  გავეცანით   პორტფოლიოს   რუბრიკას.    ცხრა   დღის     განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ  ვმუშაობდით   პორტფოლიოს   წარმოებაზე.    ტრენინგის პარალელურად მქონდა დაგეგმილი კლასში პროექტი ,,ტყე  და  ადამიანი'',  რომელზეც  ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვიმუშავეთ  მოკლე დროში.   მუშაობა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.

    

მე-8 დღე განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელებთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.ჩავწერეთ შესაბამისი მითითებები ჩვენს გეგმაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე


вторник, 14 июня 2016 г.

  მეშვიდე  დღე:   განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევავსეთ გაკვეთილზე თვითშეფასების რეფლექსია,გავეცანით შეფასების გეგმებს,გადავხედეთ შეფასების რუბრიკას მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შესახებ.შევავსეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.გვქონდა უკუკავშირი.

суббота, 11 июня 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია,ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების შექმნა,განვიხილეთ რამდენიმე მოსწავლის zip ფაილი.ვისწავლეთ PowerPoint-ში სხვა ფაილის ინტეგრირება და ბლოგზე ჩაშენება.

суббота, 4 июня 2016 г.

მე-5 დღე რეფლექსია

   განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის.ვისწავლეთ ციფრულად უკუკავშირის მიღება.გავეცანი საავტორო უფლებების ნორმებს, შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო ბიბლიოგრაფია. ვისწავლეთ პროექტისათვის გამოყენებული მასალის ჩამოტვირთვა და ლინკის დადება.შევქმენით პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში. მადლობა ნათიას

воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

      განვიხილეთ სასწავლო პროექტების შეფასების სტრატეგიები. გავწერეთ დროში შეფასების სქემები პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ. შევიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროების გამოსავლენი ინსტრუმენტები. პროექტის შაბლონის  მიხედვით შევავსეთ კითხვარები. განვიხილეთ დავალებები და მივიღეთ უკუკავშირი. ეს დაგვეხმარება ეფექტურად შევაფასოთ პროექტის მსველობა და შედეგი.

суббота, 28 мая 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია


      პროექტი რომ ეფექტურად წარვმართოთ, უნდა განვსაზღვროთ სტანდარტები და ამის შესაბამისად დავგეგემოთ აქტივობები. ამის შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიზნები. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევასრულეთ შესაბამისი დავალებები.